კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვინ ვართ ჩვენ?
შპს „Vaseka Lab“ (შემდგომში — „Radari“, „ჩვენ“, „ჩვენი“) წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზატორის შეთავაზებების შესახებ.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405868164
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეტრე იბერის ქუჩა №4a, ბინა 75, საქართველო
პლატფორმა: ვებ-გვერდი radari.ge და მობილური აპლიკაცია „Radari“.
ელ. ფოსტა: contact@radari.ge
შესავალი
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში — „პოლიტიკა“) განსაზღვრავს, თუ როგორ ვამუშავებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პლატფორმით სარგებლობისას, აგრეთვე გაწვდით ინფორმაციას მონაცემთა დაცვის თქვენი უფლებებისა და მათი რეალიზების შესახებ.
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ვიზრუნებთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე, არ გამოვიყენებთ მათ არამართლზომიერად და, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მათ დამუშავებასთან დაკავშირებით.
პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
პლატფორმით სარგებლობით — როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე — თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად დამუშავებას.
პოლიტიკა წარმოადგენს Radari-ს წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ქართულ და არაქართულ ტექსტს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.
რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ?
თქვენთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ შემდეგი კატეგორიის მონაცემები:
• საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (რეგისტრაციისას ან ჩვენთან კომუნიკაციისას).
• ტექნოლოგიური მონაცემები: მოწყობილობისა და აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე ავტომატური შეტყობინებების მისაწოდებლად საჭირო მოწყობილობის იდენტიფიკატორი (შეტყობინების ტოკენი).
• ქცევითი მონაცემები: ინფორმაცია თქვენი ძიებების, ნანახი შეთავაზებებისა და პრეფერენციების შესახებ, რომელიც გვეხმარება შეთავაზებების მორგებაში.
• ორგანიზატორის მონაცემები (მხოლოდ ორგანიზატორებისთვის): ბიზნესთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით შეთავაზებების განთავსების მიზნით.
• კომუნიკაციის მონაცემები: ინფორმაცია, რომელსაც ელ. ფოსტის ან სხვა არხის მეშვეობით გვიზიარებთ.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც საჭიროა პლატფორმით სარგებლობისთვის ან თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მონაცემთა დამუშავების მიზნები
თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, შემდეგი მიზნებით:
• პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პლატფორმით სარგებლობის უზრუნველსაყოფად;
• თქვენთან კომუნიკაციისთვის, მათ შორის უკუკავშირისა და პრეტენზიების განსახილველად;
• შესაბამისი შეთავაზებებისა და ავტომატური შეტყობინებების მისაწოდებლად;
• პლატფორმის გამართული ფუნქციონირების, ფუნქციებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
• პლატფორმაზე აქტივობების მონიტორინგისთვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
• Radari-ს წესებისა და პირობების, აგრეთვე კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
• მხოლოდ თქვენი თანხმობით — პირდაპირი მარკეტინგისთვის;
• ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებისა და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების საფუძველია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან არანაკლებ ერთი: თქვენი თანხმობა; გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დადება; ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი; თქვენი ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესის დაცვა; მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი.
შენახვის ვადა და უსაფრთხოება
თქვენს მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი ვადით, ან ჩვენი ლეგიტიმური ინტერესისა და სამართლებრივი უფლებების დასაცავად საჭირო ვადით.
მონაცემთა დასაცავად ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს. მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის, მათი ფუნქციების ფარგლებში.
შეტყობინებები, დაბლოკვა და საჩივრები
პლატფორმაზე შეგიძლიათ შეტყობინებები გაუცვალოთ ორგანიზატორებს (ხოლო ორგანიზატორებს — მომხმარებლებს). ამ შეტყობინებებს ვინახავთ იმისთვის, რომ მიმოწერის ორივე მონაწილემ შეძლოს მათი წაკითხვა. კონკრეტულ შეთავაზებასთან დაკავშირებული მიმოწერა იშლება ამ შეთავაზების დასრულების შემდეგ.
ჩვეულებრივ რეჟიმში ჩვენი თანამშრომლები თქვენს მიმოწერას არ კითხულობენ. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მიმოწერის ერთ-ერთი მონაწილე გვიგზავნის საჩივარს: ამ დროს საჩივარს თან ერთვის ამ მიმოწერის ბოლო, არაუმეტეს 20 შეტყობინების ასლი, რომელსაც ჩვენი უფლებამოსილი თანამშრომლები განიხილავენ საჩივრის შესამოწმებლად და მომხმარებლების სპამისგან, შეურაცხყოფისა და თაღლითობისგან დასაცავად. ამის საფუძველია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი — პლატფორმის უსაფრთხოება და წესებისა და პირობების დაცვა.
მიმოწერის მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილის დაბლოკვა. ვინახავთ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ ვინ დაბლოკა, რათა ბლოკი ამოქმედდეს და შესაძლებელი იყოს მისი მოხსნა. დაბლოკილ პირს დაბლოკვის მიზეზს არ ვატყობინებთ.
საჩივრებსა და მათზე დართულ ასლებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია საჩივრის განსახილველად და ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავად.
თუ შეთავაზებაზე მაგიდის ან ვიზიტის დაჯავშნას ითხოვთ, თქვენს სახელს, მოთხოვნილ დროს, სტუმრების რაოდენობას (მაგიდის შემთხვევაში) და თქვენს შენიშვნას გადავცემთ ამ შეთავაზების ორგანიზატორს, რათა მან მოთხოვნაზე პასუხი გაგცეთ. ჯავშნებს ვშლით შეთავაზების დასრულებისთანავე, ამ შეთავაზების მიმოწერასთან ერთად.
ავტომატური თარგმანი. თუ ორგანიზატორმა ჩატის ავტომატური თარგმანი ჩართო, თქვენი შეტყობინება მის ენაზე ითარგმნება, მისი პასუხი კი — თქვენსაზე. თარგმანს ჩვენი დავალებით ასრულებს Google Gemini, Google-ის მონაცემთა დამუშავების პირობებით; შეტყობინების ტექსტი Google-ს მხოლოდ ამ მიზნით გადაეცემა. ორიგინალი და თარგმანი მიმოწერაში ინახება, რათა ორივე მონაწილემ ნახოს, რა გაიგზავნა. 60 სიმბოლომდე მოკლე ფრაზების („დიახ“, „გმადლობთ“) თარგმანს 30 დღით ვინახავთ საერთო ლექსიკონში, რომელიც პერსონალურ მონაცემებს არ შეიცავს.
მიწოდება. თუ ორგანიზატორი მიწოდებას გთავაზობთ და თქვენ მას ჩატში შეუკვეთავთ, თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი, სახელი და გადასახდელი თანხა გადაეცემა იმ კურიერს, რომელსაც ორგანიზატორი თავად ირჩევს — სხვა არავის. კურიერი დამოუკიდებელი პირია, რომელიც ორგანიზატორთან თანამშრომლობს; Radari მხოლოდ შუამავალია და მიწოდებას არ ასრულებს. მიწოდების ჩანაწერებს 90 დღით ვინახავთ ანგარიშსწორებისა და დავების განსახილველად, შემდეგ ვშლით.
ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?
თქვენი პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია. ჩვენ მათ არ გადავცემთ მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
პლატფორმის ფუნქციონირებისთვის ვიყენებთ სანდო მომსახურების მომწოდებლების მომსახურებას (მაგალითად, hosting, მონაცემთა ბაზა და ავტომატური შეტყობინებების მიწოდება). ასეთ შემთხვევებში მონაცემები მუშავდება მხოლოდ ჩვენ მიერ განსაზღვრული მიზნებით, შესაბამისი ხელშეკრულებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით.
პირდაპირ მარკეტინგზე თანხმობის შემთხვევაში, თქვენი მონაცემები შესაძლოა გადაეცეს იმ მომწოდებლებს, რომლებიც ჩვენი სახელით უზრუნველყოფენ სარეკლამო შეტყობინებების მიწოდებას.
პირდაპირი მარკეტინგი
თქვენს მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ვიყენებთ მხოლოდ თქვენი თანხმობით. თანხმობა ნებაყოფლობითია და არ არის სავალდებულო პლატფორმით სარგებლობისთვის.
თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, საფუძვლის მითითების გარეშე — შეტყობინებებში მითითებული უარის თქმის მექანიზმით ან privacy@radari.ge-ზე მოთხოვნის გამოგზავნით. მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას მარკეტინგის მიზნით. ამ შემთხვევაში შეწყდება მხოლოდ სარეკლამო კომუნიკაცია — საინფორმაციო (სერვისული) შეტყობინებები გაგრძელდება.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
• მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები, რა მიზნით და რა საფუძვლით, მათი წყაროსა და შენახვის ვადის, აგრეთვე მიმღებების შესახებ;
• გაეცნოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემებს და მიიღოთ მათი ასლი;
• მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება, თუ ისინი მცდარი, არაზუსტი ან არასრულია;
• მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან დაბლოკვა;
• გამოიხმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს (თუ არ არსებობს დამუშავების სხვა საფუძველი);
• ისარგებლოთ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
ანგარიშის (და მასთან დაკავშირებული მონაცემების) წაშლა შეგიძლიათ უშუალოდ აპლიკაციიდან, პროფილის პარამეტრებიდან, ან privacy@radari.ge-ზე მოთხოვნის გამოგზავნით.
უფლების რეალიზებისთვის დაგვიკავშირდით: privacy@radari.ge.
როგორ წავშალო ანგარიში და მონაცემები?
ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ პირდაპირ აპლიკაციიდან: პროფილი → პარამეტრები → ანგარიშის გაუქმება. მოთხოვნას განვიხილავთ და ანგარიშს, თქვენს შეთავაზებებთან, შენახულ ელემენტებთან, მიმოწერასა და მოწყობილობის შეტყობინებების ტოკენებთან ერთად, წავშლით 1–2 სამუშაო დღეში. მოთხოვნის გაუქმება შესაძლებელია მანამ, სანამ იგი დამუშავებაშია.
თუ აპლიკაციაზე წვდომა აღარ გაქვთ — მაგალითად, თუ Facebook-ით შედიოდით და ანგარიში წაშალეთ — მოგვწერეთ contact@radari.ge-ზე იმავე მისამართიდან ან ტელეფონის ნომრიდან, რომლითაც დარეგისტრირდით. წაშლა მოხდება იმავე ვადაში.
ზოგიერთი ჩანაწერი შეიძლება დარჩეს კანონით დადგენილი ვადით (მაგ. საბუღალტრო დოკუმენტები გადახდების შესახებ). ისინი აღარ გამოიყენება პროფილის ან მარკეტინგის მიზნებისთვის.
ცვლილებები პოლიტიკაში
ჩვენ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს განვაახლოთ პოლიტიკა. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება პლატფორმაზე. გირჩევთ, მას პერიოდულად გაეცნოთ.
როგორ დაგვიკავშირდეთ?
თუ გაქვთ შეკითხვა ან გსურთ რომელიმე უფლების რეალიზება, დაგვიკავშირდით: privacy@radari.ge.
წინამდებარე პოლიტიკა ძალაშია 2026 წლის 1 ივლისი-დან.