RadAr

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 1 ივლისი 2026

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს Radari-ს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს. პლატფორმის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით როგორც წინამდებარე წესებსა და პირობებს, ისე ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ორივე დოკუმენტს. თუ რომელიმე პირობას არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ ისარგებლოთ პლატფორმით.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

• Radari / ჩვენ — შპს „Vaseka Lab“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 405868164, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეტრე იბერის ქუჩა №4a, ბინა 75, საქართველო, რომელიც წარმოადგენს პლატფორმის მესაკუთრესა და კანონიერ განმკარგავს.
• პლატფორმა — Radari-ს ვებ-გვერდი radari.ge და მობილური აპლიკაცია „Radari“.
• მომხმარებელი / თქვენ — 16 წელს მიღწეული ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმით, იქნება ეს რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული.
• ორგანიზატორი — მოვაჭრე პირი, რომელიც რეგისტრირებულია პლატფორმაზე შეთავაზებების განთავსების მიზნით.
• შეთავაზება — პლატფორმაზე განთავსებული შეთავაზება, ფასდაკლება ან აქცია.
• წესები და პირობები — წინამდებარე დოკუმენტი.

პლატფორმის შესახებ

Radari საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზატორის შეთავაზებების შესახებ, გაეცნოთ მათ პირობებს და, დაინტერესების შემთხვევაში, პირდაპირ დაუკავშირდეთ შესაბამის ორგანიზატორს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Radari არის მხოლოდ პლატფორმის მესაკუთრე და არ წარმოადგენს მხარეს თქვენსა და ორგანიზატორს შორის არსებულ ურთიერთობაში. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას და არ ვართ პასუხისმგებელი ორგანიზატორის მიერ განთავსებული შეთავაზების სისწორეზე, სიზუსტესა და სისრულეზე, აგრეთვე შეთავაზებაში მითითებული პროდუქციის ან მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, ხარისხზე, მიწოდების, დაბრუნების, გაუქმების ან ანაზღაურების პირობებზე.

ორგანიზატორის მიერ განთავსებული შეთავაზება შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

შეთავაზებით სარგებლობამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შეთავაზების პირობებს და, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ დაუკავშირდეთ ორგანიზატორს დეტალების დასაზუსტებლად. ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებულია შეთავაზებით სარგებლობასთან, წყდება უშუალოდ მომხმარებელსა და ორგანიზატორს შორის.

პლატფორმის გამოყენება

პლატფორმის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ:

• თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, სრული და განახლებული; ცვლილების შემთხვევაში მოგვაწვდით განახლებულ ინფორმაციას;
• ხართ 16 წელს მიღწეული პირი;
• მოპოვებული გაქვთ ყველა საჭირო თანხმობა და ნებართვა პლატფორმით სარგებლობისთვის;
• ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გადასცემთ თქვენს ანგარიშს მესამე პირს;
• არ გამოიყენებთ პროგრამას ან მოწყობილობას, რომლის მიზანია პლატფორმიდან ინფორმაციის ავტომატური მოპოვება ან პლატფორმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა;
• არ განახორციელებთ უკანონო ან თაღლითურ ქმედებას, არ გაავრცელებთ ცილისმწამებლურ, სიძულვილის ენით გამოხატულ ან სხვაგვარად დაუშვებელ ინფორმაციას;
• პატივს სცემთ პლატფორმაზე განთავსებულ ინტელექტუალურ საკუთრებას (ლოგო, გამოსახულება, სასაქონლო ნიშანი, დიზაინი და სხვ.) და არ გამოიყენებთ მას უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოყენება ხდება არაკომერციული, პირადი მიზნით ან როცა წინასწარ თანხმობას არ მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა;
• პლატფორმით ისარგებლებთ მხოლოდ წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.

მომხმარებლის ანგარიში

შეთავაზებების სრულად გასაცნობად გირჩევთ ანგარიშის შექმნას. ანგარიშის შესაქმნელად გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი ანგარიში.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის გამოყენებაზე, მოწოდებული ინფორმაციის სისწორესა და მის განახლებაზე, აგრეთვე თქვენი პაროლის დაცვაზე. თუ ეჭვობთ, რომ თქვენი ანგარიშის მონაცემები მესამე პირისთვის გახდა ხელმისაწვდომი, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი ან დაგვიკავშირდით.

წინამდებარე წესების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შევაჩეროთ ან გავაუქმოთ თქვენი ანგარიში.

ცვლილებების უფლება

Radari უფლებამოსილია, ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შეცვალოს პლატფორმის ფუნქციები, მახასიათებლები, დიზაინი, პოლიტიკა ან წინამდებარე დოკუმენტი, დანერგოს ახალი ან შეწყვიტოს არსებული ფუნქცია. ჩვენ არ გვეკისრება ვალდებულება პლატფორმის უწყვეტ ან შეუფერხებელ ხელმისაწვდომობაზე.

ცვლილებები ძალაში შედის პლატფორმაზე განახლებული დოკუმენტის ატვირთვის მომენტიდან. პლატფორმით სარგებლობის გაგრძელება ჩაითვლება განახლებულ პირობებზე თანხმობად.

პასუხისმგებლობის გამორიცხვა და შეზღუდვა

Radari არ წარმოადგენს მხარეს თქვენსა და ორგანიზატორს შორის განხორციელებულ ტრანზაქციებში და არ აკონტროლებს შეთავაზებებს ან მათში მითითებულ პროდუქციასა და მომსახურებას.

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას შეთავაზების სისწორის, სისრულისა და სიზუსტის შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, ფლობს თუ არა ორგანიზატორი საჭირო ნებართვებსა და ლიცენზიებს.

პლატფორმა ხელმისაწვდომია პრინციპით „როგორც არის“ (as is) და „როგორც ხელმისაწვდომია“ (as available), ყოველგვარი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გარანტიის გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა იქნება უწყვეტად ხელმისაწვდომი, უსაფრთხო ან ვირუსებისგან თავისუფალი.

პლატფორმიდან მესამე პირის ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში, თქვენ ხართ დამოუკიდებლად პასუხისმგებელი ასეთი გადასვლიდან გამომდინარე ნებისმიერ შედეგზე.

კანონით დაშვებულ ფარგლებში, Radari არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას პლატფორმის ან შეთავაზებების გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით.

ეჭვის თავიდან ასაცილებლად, ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ზღუდავს ორგანიზატორის პასუხისმგებლობას.

ზიანის ანაზღაურება

თქვენ თანხმდებით, რომ აანაზღაურებთ Radari-ს ნებისმიერ ზიანს, დანახარჯს ან მოთხოვნას (მათ შორის იურიდიულ ხარჯებს), რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიშვა თქვენ მიერ წინამდებარე წესების დარღვევის ან პლატფორმის გამოყენების შედეგად.

ინტელექტუალური საკუთრება

პლატფორმაზე განთავსებული ყველა ელემენტი — ლოგო, სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, ტექსტი, გრაფიკა და სხვა მასალა — წარმოადგენს Radari-ს ან შესაბამისი უფლების მფლობელის საკუთრებას და დაცულია კანონით. მათი გამოყენება დაუშვებელია უფლების მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე.

მოქმედი სამართალი და დავის გადაწყვეტა

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მხარეები თანხმდებიან, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში შეეცდებიან მის გადაწყვეტას ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს დანარჩენი დებულებების ნამდვილობაზე.

დოკუმენტი შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს რამდენიმე ენაზე. ქართულ და არაქართულ ტექსტს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.

საკონტაქტო ინფორმაცია

შპს „Vaseka Lab“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405868164
მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეტრე იბერის ქუჩა №4a, ბინა 75, საქართველო
ელ. ფოსტა: contact@radari.ge

← Home